
ცხადდება მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს N13 სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტებულ (აკრ. N1141) უწყვეტი სამედიცინო განათლების (შემდეგში - უსგ) ტრენინგ-პროგრამაზე „სტომატოლოგიური პათოლოგიების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის ძირითადი ასპექტები“.
პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებში: „რადიოლოგია“, „თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“, „ორთოდონტია“, „ყბა-სახის ქირურგია“, „ქირურგიული სტომატოლოგია“, „ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია“ სერტიფიცირებული ექიმებისთვის.
პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მსმენელს მიენიჭება I ტიპის 12 უპგ ქულა და გადაეცემა სერტიფიკატი.
უსგ-ის პროგრამის მოდულები/თემები:
- პროგრამის შესავალი. რადიოლოგიის ზოგადი საკითხები. სტომატოლოგიური რადიოლოგიის მეთოდები: ციფრული რენტგენოგრაფია, ინტრაორალური რენტგენოგრაფია, ექსტრაორალური რენტგენოგრაფია, ცეფალომეტრია, პანორამული რენტგენოგრაფია (ორთოპანტომოგრაფია), კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია; გამოსახულების ინტერპრეტაცია, ნორმალური რადიოლოგიური ანატომია (3 საათი).
- სტომატოლოგიური რადიოლოგიის მეთოდები: კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადიონუკლიდური დიაგნოსტიკა; გამოსახულების ინტერპრეტაცია, ნორმალური რადიოლოგიური ანატომია. კბილებისა და ყბების ნორმალური რადიოლოგიური ანატომია და მისი „ხაფანგები“ (3 საათი).
- რადიოლოგიური გამოსახულების შეფასების ზოგადი პრინციპები: სტომატოლოგიური დაავადებების დროს გამოვლენილი სხივური სიმპტომები და სინდრომები; რადიოლოგიური გამოსახულების ინტერპრეტაციის მეთოდიკა (1 საათი).
- სტომატოლოგიური რადიოლოგიის კლინიკური ასპექტები. ორთოპანტომოგრაფიისა და კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდოლოგია; კლინიკური შემთხვევების განხილვა (I ნაწილი - 3 საათი).
- ორთოპანტომოგრაფიისა და კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდოლოგია; კლინიკური შემთხვევების განხილვა (II ნაწილი - 2 საათი).
პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერები:
- პროგრამის ავტორი/ხელმძღვანელი და ტრენერი - დავით ცეცხლაძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი, ექიმი-რადიოლოგი);
- ტრენერი - ფრიდონ ჯაფარიძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი-სტომატოლოგი);
- ტრენერი - იათამზე თანდილავა (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ექიმი-რადიოლოგი);
- ტრენერი - გიორგი ბალაძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებელი, ექიმი-სტომატოლოგი).
ტრენინგის ჩატარების თარიღები:
- 2025 წლის 06-07 დეკემბერი - პირველი ნაკადის მსმენელთა ჯგუფისთვის (15-20 მსმენელისთვის);
- 2025 წლის 13-14 დეკემბერი - მსმენელთა მე-2 ნაკადის (15-20 მსმენელის) დარეგისტრირების შემთხვევაში;
- 2025 წლის 20-21 დეკემბერი - მსმენელთა მე-3 ნაკადის (15-20 მსმენელის) დარეგისტრირების შემთხვევაში.
ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 დღე (დღეში 6 საათი);
ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 18:00 სთ;
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში - 15-20;
ტრენინგის ფორმატი - დასწრებული;
ტრენინგის მისამართი - ბსუ, ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32;
პროგრამაზე სწავლის საფასური 1 მსმენელისთვის - 450 ლარი
(გადახდა სასურველია განხორციელდეს ტრენინგის დაწყებამდე 3 დღით ადრე, 01 დეკემბრის ჩათვლით (რეგისტრაციის საბოლოო დროა 02.12.2025; 15:00 სთ) ბსუ-ს ანგარიშზე: სახაზინო კოდი (ბიუჯეტში გადარიცხვა) N 709017263; გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს - „უპგ-ის ტრენინგის საფასური“ და მსმენელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
(შენიშვნა: ტრენინგის დღეებში გათვალისწინებულია 1-საათიანი შესვენება, რა დროსაც მსმენელის სურვილის შემთხვევაში, მსმენელის დაფინანსებით, კვებას უზრუნველყოფს შესაბამისი კომპანია. ტრენინგის დროს (2დღე) ერთი მსმენელის კვებით უზრუნველყოფა ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით - 50 ლარი.
ტრენინგ-პროგრამის „სტომატოლოგიური პათოლოგიების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის ძირითადი ასპექტები“ გავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია (ბმულის მისამართზე: https://bit.ly/46IJH28) და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი შესაბამის საექიმო სპეციალობაში;
გ) პროგრამაზე სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.
| უკან |
