ბსუ-ს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია

სურათი

ბსუ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი,  ელჩის თანაშემწე ნესტან მესხი, ცნობილი იაპონელი პიანისტი, მაესტრო ტოშიკი უსუი, რომელიც ბათუმს შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვია. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს, ასევე რექტორის მოადგილეებს თამარ სირაძეს, გიორგი ქათამაძეს, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს მარინე გიორგაძეს. მხარეებმა ისაუბრეს იაპონიის უნივერსიტეტებსა (ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, ცუკუბის უნივერსიტეტი) თანამშრომლობის შესახებ. სტუმრებმა ბსუ-ს იაპონური ენის მასწავლებელ ლაშა ბოლქვაძეს საჩუქრად გადასცეს წიგნები  იაპონურ ენაზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა