ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე ტოკიოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა

სურათი

11 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ვიზიტის მიზნები, არსებული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობასა და აკადემიური პროექტების განხორციელების საკითხებს. საელჩოს ინიციატივით დაიგეგმა ვიზიტი ტოკიოს საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა