ბსუ-ში საახალწლო კონცერტი და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა

სურათი

ბსუ-ში საახალწლო კონცერტი და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. რექტორმა მოადგილეებთან ერთად, ,,სტუდენტური დღეები 2025”-ის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა, ასევე წლის საუკეთესო ფაკულტეტად დასახელდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

გამოვლინდა ნომინაციები:

  • წლის ახალგაზრდა მუსიკოსი
  • წლის სპორტსმენი
  •  წლის ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერი
  •  წლის სტუდენტი
  •  წლის მოხალისე
  •  2025 წლის სტუდენტური დღეები 2025 გამარჯვებული ფაკულტეტი
  •  2025 წლის სტუდენტური დღეები 2025-ის მხადამჭერი

დაჯილდოების ცერემონია საახალწლო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბსუ-ს ბენდი, თანამედროვე საესტრადო-ვოკალური სიმღერის ჯგუფი, გოგონათა და ვაჟთა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „თირინი“ და  მხიარულთა და საზრიანთა გუნდი.

  ,,სტუდენტური დღეები 2025"-ის გამარჯვებულები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა