
20-28 დეკემბერს ბსუ-ს სადოქტორო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ჩატარდა მოკლევადიანი (16-საათიანი) კურსი „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“. კურსი შემუშავდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ფარგლებში და ბსუ-ში მისი პილოტირება მოხდა 2025 წლის მარტში.
კურსი მოიცავდა კვლევის დაგეგმვა-განხორციელებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა, მონაცემთა მართვა, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა, ღია მეცნიერება, პლაგიატისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კვლევაში და სხვ. კურსი ბსუ-ში პროექტის განმახორციელებელი პერსონალის მიერ ონლაინ-ფორმატით განხორციელდა და საკონტაქტო საათების გარდა, ინდივიდუალური დავალებების შესრულებასაც ითვალისწინებდა.
| უკან |



