პროექტის ETHICS ფარგლებში ბსუ-ს პერსონალისთვის მოკლევადიანი კურსი „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“ ჩატარდა

სურათი

25-29 დეკემბერს ბსუ-ს აკადემიური, მოწვეული და სამეცნიერო პერსონალისთვის ჩატარდა მოკლევადიანი (16-საათიანი) კურსი „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“. კურსი შემუშავდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ფარგლებში.

კურსის ფარგლებში განხილული იქნა კვლევის დაგეგმვა-განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა, მონაცემთა მართვა, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა, ღია მეცნიერება, პლაგიატისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კვლევაში და სხვ. კურსი ბსუ-ში პროექტის ETHICS განმახორციელებელი პერსონალის მიერ ონლაინ-ფორმატით განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ინდივიდუალურად შესრულებული დავალებები წარმოადგინეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა