
გარე მობილობა
(2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის)
1. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2026 წლის 28 იანვრიდან - 2026 წლის 11 თებერვლის 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი).
2. სტუდენტებმა, რომლებიც მოიპოვებენ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობის წესით ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმოსვლის უფლებას, ბსუ-ს რექტორის ბრძანებით (N01-02/19, 26.01.2026) დადგენილ ვადებში უნდა გაიაროს რეგისტრაცია და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) ბსუ-ში გარე მობილობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (portal.bsu.edu.ge) მოდულის „გარე მობილობა“ საშუალებით - 2026 წლის 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით. გარე მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად (ატვირთოს/მიამაგროს ელექტრონულად), ხოლო ბსუ-ში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ - მატერიალური სახით (ხელშეკრულების გაფორმებისათვის)
ა1) ბსუ-ს საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი/საბაკალავრო-სამაგისტრო/სამაგისტრო პროგრამებზე გადმოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე (მხოლოდ მატერიალური სახით წარმოსადგენად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში).
ა2) ბსუ-ს სადოქტორო პროგრამებზე გადმოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე მობილობის მსურველის სააპლიკაციო განაცხადი, შევსებული „ბსუ-ში მობილობის (შიდა მობილობის) ადმინისტრირების წესის“ თანდართული ფორმის (წესის N1 დანართი) შესაბამისად;
ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე (მხოლოდ მატერიალური სახით წარმოსადგენად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში);
დ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
თ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების (კომპონენტების) შესახებ;
ი) განაცხადი სამეცნიერო ხელმძღვანელობისა და სადოქტორო კვლევითი პროექტის შესახებ („ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ N1 ფორმის შესაბამისად შევსებული და დოქტორანტის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის (არსებობის შემთხვევაში - სამეცნიერო თანახელმძღვანელის) მიერ ხელმოწერილი ვერსია);
კ) კვლევითი პროექტის განხორციელების ინდივიდუალური ხედვა და ხელმძღვანელის თანხმობა (დოქტორანტის მიერ შედგენილი „ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ N2 ფორმის შესაბამისად და დოქტორანტის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის (არსებობის შემთხვევაში - სამეცნიერო თანახელმძღვანელის) მიერ ხელმოწერილი ვერსია);
ლ) საკვლევი მიმართულების შესაბამისი ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება - ეს ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს დოქტორანტის მიერ წარმოსადგენ ფორმაში („ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ ფორმა N2) და შესაბამისი მტკიცებულებები (გამოქვეყნებული პუბლიკაციის ან/და სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ან/და პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა/ცნობები);
მ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (შემდეგი - ე.წ. „მობილობის ჯგუფი“) მიერ ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის“ მოდულში რეგისტრირებულ სტუდენტთა ელექტრონული განცხადების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება - 2026 წლის 18 თებერვლის ჩათვლით;
გ) ამ პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტით გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში გარე მობილობის მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება - 2026 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო კორექტირებული მონაცემების გადამოწმება და დადასტურება ბსუ-ს უფლებამოსილი პირების მიერ - 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით (დოქტორანტის ნაწილში - 18 თებერვალს);
დ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით გარე მობილობის მსურველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტების მიერ არჩეულ) საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით (დოქტორანტის ნაწილში - 18 თებერვალს) და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის’’ მოდულის შესაბამის ველში - 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;
ე) ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის’’ მოდულის შესაბამის ველში ატვირთული კრედიტების აღიარების დასკვნების ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) დადასტურება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ - 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, ხოლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველის კრედიტების აღიარების დასკვნის ფაკულტეტის დეკანის მიერ დადასტურება - 2026 წლის 18 თებერვლი;
ვ) გარე მობილობის მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის’’ მოდულის საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება - 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, ხოლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველის მიერ - 2026 წლის 18 თებერვლი;
ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველისათვის (ვინც განაცხადებს თანხმობას, ფაკულტეტის მიერ მომზადებულ კრედიტების აღიარების დასკვნაზე) ჩასატარებელი გამოცდების შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დაგეგმვა-ორგანიზება (სამართლებრივი აქტების პროექტების, ასევე მობილობის მსურველთა ინფორმირებისათვის ბსუ-ს ვებგვერდზე შესაბამისი განცხადების ტექსტის მომზადება ) და ჩატარება - 2026 წლის 19 თებერვალს (ინფორმაცია გამოცდების - ტესტირების/გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროის და ადგილის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე, გარე მობილობის გამოცხადების ველში და ასევე დამატებით ეცნობება დოქტორანტების კანდიდატებს, მიმღები ფაკულტეტის მიერ);
(შენიშვნა: იხილეთ ქვემოთ დამატებითი ინფორმაცია დოქტორანტურის პროგრამაზე გადმოსვლის მსურველებმა)
თ) ბსუ-ში გარე მობილობის შედეგად შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება - არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლის 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (ხელშეკრულების გაფორმების ადგილის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ სმს შეტყობინების სახით).
ინფორმაცია 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე გადმოსვლის (გარე მობილობის) მსურველთათვის
1. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე გადმოსვლის (მობილობის) მსურველმა დოქტორანტმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე მობილობის მსურველის სააპლიკაციო განაცხადი, შევსებული „ბსუ-ში მობილობის (შიდა მობილობის) ადმინისტრირების წესის“ თანდართული ფორმის შესაბამისად (იხილეთ მიბმული ფაილი);
ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე (მხოლოდ მატერიალური სახით წარმოსადგენად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში);
დ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
თ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების (კომპონენტების) შესახებ;
ი) განაცხადი სამეცნიერო ხელმძღვანელობისა და სადოქტორო კვლევითი პროექტის შესახებ („ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ N1 ფორმის შესაბამისად შევსებული და დოქტორანტის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის (არსებობის შემთხვევაში - სამეცნიერო თანახელმძღვანელის) მიერ ხელმოწერილი ვერსია);
კ) კვლევითი პროექტის განხორციელების ინდივიდუალური ხედვა და ხელმძღვანელის თანხმობა (დოქტორანტის მიერ შედგენილი „ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ N2 ფორმის შესაბამისად და დოქტორანტის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის (არსებობის შემთხვევაში - სამეცნიერო თანახელმძღვანელის) მიერ ხელმოწერილი ვერსია);
ლ) საკვლევი მიმართულების შესაბამისი ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება - ეს ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს დოქტორანტის მიერ წარმოსადგენ ფორმაში („ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ ფორმა N2) და შესაბამისი მტკიცებულებები (გამოქვეყნებული პუბლიკაციის ან/და სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ან/და პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა/ცნობები);
მ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
(შენიშვნა: ბსუ–ს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს „ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ მოთხოვნათა დაცვით. დოქტორანტისათვის სავალდებულოა გამოცდების ჩაბარება: 1. სპეციალობაში - გასაუბრება; 2. უცხო ენის გამოცდა - ტესტირება (ბსუ-ს დოქტორანტორაში გადმოსვლის მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე ან სხვა, დასავლეთევროპული (ფრანგული, გერმანული) ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე);
2. ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე გადმოსვლის (მობილობის) მსურველი დოქტორანტებისათვის ბსუ-ს შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდები (ტესტირება/გასაუბრება) ჩატარდება შემდეგი განრიგით:
2.1. გამოცდა ინგლისურ ენაში - 2026 წლის 19 თებერვალს (დაწყების დრო: ზუსტი დრო ცნობილი იქნება დამატებით; ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის N4-ში მდებარე ბსუ-ს N4 კორპუსში, საგამოცდო ცენტრი); გამოცდის შედეგის გამოცხადების/საპრეტენზიო განცხადების მიღების/პრეტენზიაზე საბოლოო შედეგის გაცნობის დრო: - ცნობილი გახდება დამატებით/ ეცნობება დოქტორანტებს, მათ სააპლიკაციო განცხადებებში მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე).
2.2. გამოცდა სპეციალობაში (გასაუბრება) - 2026 წლის 20 თებერვალს (გამოცდის ჩატარების დროის და ადგილის შესახებ ინფორმაცია ეცნობება მობილობის მსურველს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ და განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე; გამოცდის შედეგის გამოცხადების/საპრეტენზიო განცხადების მიღების/პრეტენზიაზე საბოლოო შედეგის გაცნობის დრო - ცნობილი გახდება დამატებით/ ეცნობება დოქტორანტებს, მათ სააპლიკაციო განცხადებებში მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე).
დოქტორანტებმა იხილეთ თანდართული ფორმები:
1. სხვა უსდ-დან ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე გარე მობილობის მსურველი დოქტორანტის სააპლიკაციო განაცხადის ფორმა;
2. „ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ N1 ფორმა - „განაცხადი სამეცნიერო ხელმძღვანელობისა და სადოქტორო კვლევითი პროექტის შესახებ“;
3. „ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების“ N2 ფორმა - „კვლევითი პროექტის განხორციელების ინდივიდუალური ხედვა და ხელმძღვანელის თანხმობა“.
4. 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე მობილობის კონტიგენტი (სადოქტორო ნაშრომის საკვლევი თემატიკის დასახელება და სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის ინფორმაცია: პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია);
5. „ბსუ-ს დოქტორანტურის დებულება“ (კოდიფიცირებული).
გარე მობილობის პროცესის ისნტრუქცია (სტუდენტი)
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: 577 44 54 00
შიდა მობილობა
(2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის)
1. ბსუ-ს რექტორის ბრძანებით (№01-02/18, 26.01.2026) განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები ბსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან ბსუ-ს სტატუსშეჩერებული პირის სასწავლო პროცესში დაბრუნების მსურველთათვის (შემდგომში - შიდა მობილობის მსურველი)
ა) ბსუ-ში შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (portal.bsu.edu.ge) მოდულის „შიდა მობილობა“ საშუალებით (პროგრამის შეცვლის მსურველი ბსუ-ს სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 (სამი) საგანმანათლებლო პროგრამისა და განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა (რიგითობის შესაბამისად)) - 2026 წლის 9 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით;
ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (შემდეგში - ე.წ. „მობილობის ჯგუფი“) მიერ ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულში რეგისტრირებულ სტუდენტთა ელექტრონული განაცხადების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება -2026 წლის 18 თებერვლის ჩათვლით;
გ) ფაკულტეტის დეკანის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მიერ სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობის გადამოწმება და დადასტურება - 2026 წლის 18 თებერვლის ჩათვლით;
დ) ფაკულტეტის დეკანის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მიერ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ წინაპირობებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობას გადამოწმება და დადასტურება 2026 წლის 18 თებერვლის ჩათვლით;
ე) ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში შიდა მობილობის მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება - 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, ხოლო კორექტირებული მონაცემების ბსუ-ს უფლებამოსილი პირების მიერ გადამოწმება და დადასტურება - 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;
ვ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით შიდა მობილობის მსურველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტების მიერ არჩეულ) საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულის შესაბამის ველში - 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით;
ზ) ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულის შესაბამის ველში ატვირთული კრედიტების აღიარების დასკვნების ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) დადასტურება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ - 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით;
თ) შიდა მობილობის მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულის საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება - 2026 წლის 24-25 თებერვლი;
ი) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათის წარმოდგენა შიდა მობილობით ჩარიცხვაზე უფლებამოპოვებული პირების შესახებ, რომლებთანაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები - 2026 წლის 26 თებერვლი;
კ) ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგად შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება - 2026 წლის 26-27 თებერვლის 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (ხელშეკრულების გაფორმების ადგილის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ სმს შეტყობინების სახით);
ლ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათის და ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების პროექტის წარმოდგენა და შემდეგში რექტორის ბრძანების გამოცემა - 2026 წლის 2 მარტი;
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: 577 44 54 00
| უკან |
