9 თებერვალი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია) 2025 – 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მოკლევადიანი (5+2) მობილობის განსახორციელებლად შემდეგ სფეროებში:
1. ბიზნესი და ადმინისტრირება;
2. მენეჯმენტი და ადმინისტრირება - ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირება;
3. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICTs);
4. მექანიკა და ლითონის დამუშავება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
-
გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის პერსონალის წარმომადგენელი უნდა იყოს
-
ბსუ-ს საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური/სამეცნიერო, თანამდებობაზე დასაქმებული პირი
-
ან სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელთა პერსონალის წარმომადგენელი (აუცილებელია დოქტორის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში).
-
შენიშვნა: რეკომენდებული არ არის დასაქმებულის ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ერთზე მეტ შემთხვევაში საერთაშორისო მობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღები უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მოთხოვნა (კორესპონდენცია).
-
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად)
წარმოსადგენი დოკუმენტები:
-
პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა დასაქმების ადგილიდან, დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
-
შესაბამისი უცხო ენის B2/C1 დონეზე ფლობის (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად) დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან კონკურსანტის თანხმობა, ჩააბაროს ბსუ-ს მიერ ორგანიზებული უცხო ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა (ამ შემთხვევაში, უნდა მიეთითოს განცხადებაში);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
-
მობილობის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის (სამუშაო/work plan) გეგმა (ინგლისურ ენაზე);
-
წინასწარი მოწვევის წერილი/ელფოსტა (Pre-Acceptance Letter/Email) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურის (ფაკულტეტის/დარგობრივი დეპარტამენტის/სამსახურის მიერ გამოგზავნილი) უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან, რომელიც მობილობის პერიოდში უშუალო მასპინძლობას გაუწევს დასაქმებულს (ინგლისურ ენაზე).
წინასწარი თანხმობის წერილის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ მიმღები უნივერსიტეტის დარგობრივ დეპარტამენტს/ფაკულტეტს და არა საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელს!
-
კონკრეტული კონკურსის გამოცხადების შესახებ საუნივერსიტეტო აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
პერსონალის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, ბსუ-ს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (კანცელარიის) მეშვეობით:
აკადემიური პერსონალისთვის-eflow;
ხელშეკრულებით მოწვეული პირისთვის ელექტრონული ფოსტა: info@bsu.edu.ge
კონკურსის ეტაპები :
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2026 წლის 09-23 თებერვალი (15:00 საათამდე);
-
გასაუბრება კომისიასთან - 2026 წლის 24 თებერვალი.
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს
-
მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და გაესაუბროს.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:
erasmus@bsu.edu.ge