11 თებერვალი 2026 წელი

ბსუ-ში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალიკო ცინცაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ქართული ანბანის რიცხვითი მნიშვნელობა - როდის შეიქმნა ქართული ანბანი?“. საჯარო ლექციაზე ალიკო ცინცაძემ სტუდენტებს საკუთარი მეცნიერული აღმოჩენა და თეორიული ხედვა გააცნო, რომელიც ძველი ქართული დამწერლობის შექმნის რიცხვით სისტემას, კრიპტოგრაფიულ მეთოდს ეხება.
პროფესორის განცხადებით, წარმოდგენილი თეორია საფუძველს უყრის ახალი სამეცნიერო მიმართულების ,,ასტროენათმეცნიერების“ ჩამოყალიბებას და შესაძლოა პრაქტიკული გამოყენებაც ჰპოვოს სხვადასხვა სფეროში.