17 სექტემბერი 2012 წელი
                            
							
კიროვოგრადის ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლაზე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტის თანახმად, სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგები  რსუ-სა და კნტუ-ს კრებულებში დაიბეჭდება. მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად ერთობლივად იმუშავებენ.