
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის 2025 – 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, ლატვია (https://va.lv/en) საერთაშორისო სასწავლო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.
კვირეულის პერიოდი: 27 აპრილი - 1 მაისი, 2026;
საერთაშორისო სასწავლო კვირეულის თემატიკაა: „სწავლება ხვალ: ინოვაცია, გამოწვევებზე დაფუძნებული სწავლება და ხელოვნური ინტელექტი";
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება;
ადგილების რაოდენობა: 1 აკადემიური, 1 ადმინისტრაციული;
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის პერსონალის წარმომადგენელი უნდა იყოს:
- ბსუ-ს საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური/სამეცნიერო, თანამდებობაზე დასაქმებული პირი;
- ან სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელთა პერსონალის წარმომადგენელი (აუცილებელია დოქტორის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში).
- შენიშვნა: რეკომენდებული არ არის დასაქმებულის ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ერთზე მეტ შემთხვევაში საერთაშორისო მობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღები უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მოთხოვნა (კორესპონდენცია).
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად)
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა დასაქმების ადგილიდან, დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- შესაბამისი უცხო ენის B2/C1 დონეზე ფლობის (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად) დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან კონკურსანტის თანხმობა, ჩააბაროს ბსუ-ს მიერ ორგანიზებული უცხო ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა (ამ შემთხვევაში, უნდა მიეთითოს განცხადებაში);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის (სამუშაო/work plan) გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- წინასწარი მოწვევის წერილი/ელფოსტა (Pre-Acceptance Letter/Email) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურის (ფაკულტეტის/დარგობრივი დეპარტამენტის/სამსახურის მიერ გამოგზავნილი) უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან, რომელიც მობილობის პერიოდში უშუალო მასპინძლობას გაუწევს დასაქმებულს (ინგლისურ ენაზე).
წინასწარი თანხმობის წერილის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ მიმღები უნივერსიტეტის დარგობრივ დეპარტამენტს/ფაკულტეტს და არა საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელს!
- კონკრეტული კონკურსის გამოცხადების შესახებ საუნივერსიტეტო აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
პერსონალის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, ბსუ-ს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (კანცელარიის)მეშვეობით:
აკადემიური პერსონალისთვის-eflow; ხელშეკრულებით მოწვეული პირისთვის ელექტრონული ფოსტა: info@bsu.edu.ge
კონკურსის ეტაპები :
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2026 წლის 4 მარტი - 13 მარტი (15:00 საათამდე);
- გასაუბრება კომისიასთან - 2026 წლის 16 მარტი
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს
- მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და გაესაუბროს.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:
| უკან |
