
1. ბსუ-ს რექტორის ბრძანებით გამოცხადდა მიღება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიულ მზადების) სარეზიდენტო პროგრამაზე „რადიოლოგია“ (ხანგრძლივობა - 33 თვე), მისაღები კვოტა - 10 ადგილი.
2. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) სააპლიკაციო განცხადება (ჩამოტვირთეთ თანდართული ფორმა);
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
დ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/ცნობა ან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და შედეგის აღიარების შესახებ;
ე) ავტობიოგრაფია (cv);
ვ) ფოტოსურათი (3x4) - 2 ცალი.
3. კონკურსანტის სააპლიკაციო განცხადება და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 11 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე პერიოდში (აპლიკანტი უფლებამოსილია შესავსები სააპლიკაციო განაცხადის ფორმა ჩამოტვირთოს ბსუ-ს ვებგვერდიდან, შეავსოს და წარმოადგინოს (გამოაგზავნოს) ელექტრონულად მისამართზე: info@bsu.edu.ge ან წარმოადგინოს მატერიალური სახით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ბსუ-ს №1 კორპუსი, 1-ელი სართული, ოთახი №1).
4. საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტთა (კონკურსანტთა) შეფასება (გასაუბრება, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში - ასევე ტესტირება) – ჩატარდება 2026 წლის 19-20 მარტს (ზუსტი დრო და ადგილი ეცნობება კონკურსანტებს ერთი დღით ადრე).
5. კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსანტთა ინფორმირება) – 2026 წლის 20-21 მარტი;
6. გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმება - 2026 წლის 23 მარტი (გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოცხადდეს ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილზე და თან წარმოადგინოს მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია, მატერიალური სახით).
7. პროგრამაზე სწავლის საფასური (ხანგრძლივობა 33 თვე) შეადგენს 26 400 ლარს (ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 800 ლარი, მათ შორის ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე 2 თვის სწავლის საფასური, ხოლო მომდევნო თვიდან, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად). სწავლის საფასური გადახდილი უნდა იქნეს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7263 (დანიშნულებაში მიეთითოს ,,სარეზიდენტო პროგრამა ,,რადიოლოგია“).
8. პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება გამოიცემა გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ (არაუგვიანეს 2026 წლის 24 მარტი).
9. პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 25 მარტს.
იხილეთ თანდართული:
1. ბსუ-ს სარეზიდენტო პროგრამაზე „რადიოლოგია“ მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება (N01-02/48, 10.03.2026 წ).
2. ბსუ-ს სარეზიდენტო პროგრამაზე „რადიოლოგია“ ჩარიცხვის მსურველის სააპლიკაციო განაცხადის ფორმა
| უკან |
