
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით მონოგრაფიის - „ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან“ წარდგინება გაიმართა.
გამოცემა ორწლიანი კვლევითი პროექტის შედეგია, რომელზეც ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი მერაბ მეგრელიშვილი და საჯარო სამართლის დოქტორანტი ნიკოლოზ მეგრელიშვილი მუშაობდნენ.
ნაშრომი XIX–XX საუკუნეების ბათუმის ისტორიისა და მისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის საკითხებს ეხება. მონოგრაფიაში განხილულია საკონსულოების ისტორია, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის როლი და ბათუმის ისტორიული შენობა-ნაგებობების განვითარების საკითხები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოების, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
| უკან |

















