21 ოქტომბერი 2012 წელი
                            
							
USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების ინიციატივით  რეგიონში ექიმთა დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებში რსუ-ს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტს  საჩუქრად შვიდი საფანტომე მულაჟი გადაეცა. პროგრამის ეგიდით ჯანდაცვის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე ,,მტკიცებითი მედიცინა და სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“.