
დედამიწის დღეს, სლოგანით - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროექტის (BSB00559 CARE SEA) ფარგლებში და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მდინარე ჭოროხის დელტაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გამართა.
დასუფთავების აქცია მიზნად ისახავდა მდინარე ჭოროხის დელტის გაწმენდას პლასტიკისა და სხვა ტიპის ნარჩენებისგან. ადგილზე განხორციელდა ნარჩენების სეპარაცია, პლასტიკის ფრაქცია გამოიყო ცალკე და გადაეცა გადამამუშავებელ საწარმოს რეციკლირებისთვის, ხოლო დანარჩენი ნარჩენი ბათუმის დასუფთავების სამსახურმა შესაბამის ნაგავსაყრელზე გადაიტანა.
დასუფთავების აქციაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტები და პერსონალი, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელები, ბათუმის მეთხუთმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე ბათუმის მერიისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროექტის (BSB00559 CARE SEA), კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ ორგანიზებით გაიმართა.
| უკან |




















