
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი და საელჩოს პროგრამების ოფიცერი ნინო ჩიქვანია ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორთან, ტიტე აროშიძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ასევე კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ელჩი შეხვდა სტუდენტებს, შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და „ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის“ წიგნში პოემის სტროფები ჩაწერეს.
შეხვედრას ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა და ასოცირებული პროფესორი გიგა ფარტენაძე ესწრებოდნენ.
| უკან |











