კორეის რესპუბლიკის საელჩოს საინფორმაციო შეხვედრა ბსუ-ში

სურათი

კორეის რესპუბლიკის საელჩომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა კორეული ენის, კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე კორეის პოპულარიზაციას.

ღონისძიების ფარგლებში კორეის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი ჰიონდუ კიმი ბსუ-ს რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და გეგმებზე ისაუბრეს. დაიგეგმა კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმის გაფორმება, სასწავლო-სამეცნიერო პროექტების შემუშავება და გაცვლითი პროგრამების განხორციელება.

საინფორმაციო ღონისძიების ფარგლებში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰიონდუ კიმიმ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისაკენ“. ასევე გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული კულტურული პროგრამა:

  • კორეული სპექტაკლი „거울“ („სარკე“)
  • პოპულარული K-pop ცეკვის ნომერი
  • პოპულარული K-pop სიმღერა

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა