ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2026’’მონაწილეობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2026’’მონაწილეობს. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სერვისები გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს.

გამოფენაში 90 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს და მისი მიზანია ტურიზმის სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი კონტაქტების დამყარება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა