სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2026

სურათი

2026 წლის 12 - 13 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2026" გაიმართება.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მიზანია სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული დარგობრივი ცოდნის, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა; სტუდენტთათვის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება; ახალგაზრდა მკვლევარი სტუდენტების წახალისება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

მნიშვნელოვანი თარიღები:

2026 წლის 29 აპრილიდან - 2026 წლის 11 მაისის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დარეგისტრირება;

2026 წლის 12 მაისიდან - 2026 წლის 28 მაისის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის, ნაშრომის ორიგინალობის (პლაგიატის არარსებობის შესახებ) და სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნის განთავსება/ დარეგისტრირება სტუდენტურ პორტალზე;

კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 12-13 ივნისს.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 595 29 00 41;

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა