აგრარული მიმართულების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამ სტუდენტს აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის სახელობის სტიპენდია გადაეცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრარული მიმართულების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამ სტუდენტს გადაეცა უნივერსიტეტის ემერიტუსის, აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის სახელობის სტიპენდია. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის დამსახურებას აგრარული მეცნიერების განვითარებასა და აჭარაში აგრარული მიმართულებით ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეში.

აღნიშნა რომ ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა აუცილებელია და აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ნიჭიერი სტუდენტების წახალისებისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გაიოზ ფარცხალაძემ, ბსუ-ს პროფესორებმა: შოთა ლამპარაძემ, ბადრი გეჩბაიამ, ნათია წიკლაშვილმა, რომლებმაც სტიპენდიატებს მიღწეული შედეგები მიულოცეს, შემდგომი აკადემიური და პროფესიული წარმატება უსურვეს.

ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ოჯახის წევრებმა სტიპენდიანტებს: ლიკა ხარაძეს, ლაურა თურმანიძეს და გიორგი სალუქვაძეს გადასცეს სტიპენდიატობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და შესაბამისი სტიპენდიები. აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ოჯახის აღნიშნული ინიციატივა ემსახურება აკადემიური წარმატების ხელშეწყობას, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებას და აგრარული დარგის განვითარებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების ფორმირებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა