საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ჩვენი სულიერების ბალავარი“ XV

სურათი

ბსუ-ში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ჩვენი სულიერების ბალავარი“ – XV გაიხსნა.

კონფერენციის  მიზანია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან, წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასა და ასევე, საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული უახლესი კვლევების წარმოჩენა. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობს 140 მკვლევარი საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და რუმინეთიდან.

ამასთანავე, 2026 წელი საიუბილეო თარიღია - 1700 წელი სრულდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, ამდენად, მიმდინარე კონფერენცია აღნიშნულ საიუბილეო თარიღსაც ეძღვნება.

კონფერენციის დასასრულს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ქალაქ ბორჩხისა და ჭვანის ხეობის ანსამბლთა ფოლკლორული საღამო გაიმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა