ბსუ-ს სტუდენტი ლუკა ზაქარიაძე ,,საქართველოს ვარსკვლავი“ გახდა

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახლემწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ლუკა ზაქარიაძე ,,საქართველოს ვარსკვლავი“ გახდა. 31 დეკემბერს, "რუსთავი 2"–ის მუსიკალური პროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალში ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსის სამი მონაწილე - ანი გოზალიშვილი, ლუკა ზაქარიაძე და გიორგი ნადიბაიძე იბრძოდა. ლუკა ზაქარიაძემ ანსამბლ "შვიდკაცასთან" ერთად "ჩაკრულო" და ჯგუფ Muse-ის ჰიტი Starlight შეასრულა. საქართველოს ვარსკვლავმა ჟიურის დადებითი შეფასება და საქართველოს მოსახლეობის ხმათა 75% მოიპოვა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ლუკა ზაქარიაძეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა