VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით, სასტუმრო ,,ჰილტონში“ VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“. კონფერენციის მიზანია ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა, მდგრადი განვითარების მიმართულებების განსაზღვრა და აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

კონფერენცია ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძემ, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა გახსნეს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დელეგატებმა საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შემდეგი 3 ძირითადი თემა განიხილეს:

  • განათლება მდგრადი ტურიზმისთვის: გამოწვევები და საერთაშორისო პერსპექტივები
  • ტურიზმი საქართველოში და გლობალური გამოწვევები
  • ტურიზმის მდგრადი განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა

სამეცნიერო სესიები რვა თემატურ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის - ტურიზმის მდგრად ეკონომიკას, მარკეტინგსა და ბრენდინგს, ციფრულ ტრანსფორმაციას, ეკოტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტული დანიშნულების ადგილების მართვასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

კონფერენციაში დარეგისტრირებულია 217 აკადემიური პირი და ახალგაზრდა მკვლევარი, მათ შორის 52 უცხოელი დელეგატი გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, უკრაინის, ლატვიის, აზერაბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებიდან. ღონისძიებას ესწრება 124 მონაწილე და 50-მდე მოწვეული სტუმარი.

კონფერენციის შედეგების საფუძველზე გამოიცემა აბსტრაქტების კრებული და ერთობლივი მონოგრაფია - „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმობა კულტურულ-შემეცნებით ტურს მაჭახელას ხეობაში, რაც მიზნად ისახავს უცხოელი და ადგილობრივი სტუმრებისთვის აჭარის რეგიონის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

 

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა