ბსუ-ში მონოგრაფიის „მწვანე ტრანსფორმაცია აგროსასურსათო სექტორში“ პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში გაიმართა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ეთერ ხარაიშვილისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, ბადრი გეჩბაიას მონოგრაფიის „მწვანე ტრანსფორმაცია აგროსასურსათო სექტორში: ორგანული მეურნეობის ევროპული გამოცდილება და საქართველოს სტრატეგიული არჩევანი“ წარდგენა.

გამოცემა ეძღვნება თანამედროვე აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების, ორგანული მეურნეობის ევროპული გამოცდილების, მწვანე ეკონომიკის პრინციპებისა და საქართველოსთვის ამ მიმართულებით სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობების ანალიზს. მონოგრაფია წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც აერთიანებს თეორიულ ხედვებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ქვეყნის აგროსასურსათო პოლიტიკისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესისთვის.

ღონისძიება გახსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ნაშრომის სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე უნივერსიტეტების თანამშრომლობის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე კვლევების განვითარებაში.

მონოგრაფიის მნიშვნელობაზე და მის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბსუ-ის პროფესორმა ვანო პაპუნიძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლობჟანიძემ, თსუ-ის პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გურამ ჯოლიამ.

წიგნის განხილვას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა