გამოცხადდა მიღება ბსუ-ს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიულ მზადების) სარეზიდენტო პროგრამებზე

სურათი

გამოცხადდა მიღება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  რეზიდენტურის ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებზე: ,,ორთოდონტია“ (ხანგრძლივობა - 22 თვე);  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ (ხანგრძლივობა - 15 თვე); მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ (ხანგრძლივობა - 6 თვე); სუბსპეციალობის პროგრამა ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია’’ (ხანგრძლივობა - 3 თვე).

2. რეზიდენტურის ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების (პროფესიულ მზადების) სარეზიდენტო პროგრამებზე: ,,ორთოდონტია“ და ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) სააპლიკაციო განცხადება (ჩამოტვირთეთ თანდართული ფორმა);

გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);

დ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/ცნობა ან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და შედეგის აღიარების შესახებ;

ე) ავტობიოგრაფია (CV);

ვ) ფოტოსურათი (3x4) - 2 ცალი.

3. მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამაზე ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“  ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) სააპლიკაციო განცხადება (ჩამოტვირთეთ თანდართული ფორმა);

გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);

დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერთიფიკატის ,,თერაპიული სტომატოლოგია“ ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

ე) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანხმობის წერილი,  მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების უფლების მოპოვების თაობაზე;

ვ) ავტობიოგრაფია (CV);

ზ) ფოტოსურათი (3x4) - 2 ცალი.

4. სუბსპეციალობის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია’’ ჩარიცხვის მსურველთა  მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) სააპლიკაციო განცხადება (ჩამოტვირთეთ თანდართული ფორმა);

გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);

დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ,,თერაპიული სტომატოლოგია“ ან ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ სერტიფიკატის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ე) ავტობიოგრაფია (CV);

ვ) ფოტოსურათი (3x4) - 2 ცალი.

5. კონკურსანტის სააპლიკაციო განცხადება და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 22 ივლისიდან 28 ივლისის  ჩათვლით, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე პერიოდში (აპლიკანტი უფლებამოსილია შესავსები სააპლიკაციო განაცხადის ფორმა ჩამოტვირთოს ბსუ-ს ვებგვერდიდან, შეავსოს და წარმოადგინოს (გამოაგზავნოს) ელექტრონულად მისამართზე: info@bsu.edu.ge ან წარმოადგინოს მატერიალური სახით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ბსუ-ს №1 კორპუსი, 1-ელი სართული, ოთახი №1).

6. საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტთა (კონკურსანტთა) შეფასება (გასაუბრება, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში - ასევე ტესტირება) – ჩატარდება 2026 წლის 29 ივლისს (ზუსტი დრო და ადგილი ეცნობება კონკურსანტებს ერთი დღით ადრე).

7. კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსანტთა ინფორმირება) – 2026 წლის 29 ივლისს.

8. გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმება - 2026 წლის 30 ივლისი (გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოცხადდეს ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილზე  და  წარმოადგინოს  საკონკურსო დოკუმენტაცია მატერიალური სახით).

9. პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება გამოიცემა გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ (არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა).

10. პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 3 აგვისტოს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგი დანართების სახით:

1.ბსუ-ს სარეზიდენტო პროგრამებზე ,,ორთოდონტია“,  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, გადამზადების პროგრამა  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, სუბსპეციალობის პროგრამა ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია’’.

მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანებები (N 01-02/140; N 01-02/141; N 01-02/142;  20.07.2026 წ).

2. ბსუ-ს სარეზიდენტო პროგრამებზე ,,ორთოდონტია“,  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ , გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, სუბსპეციალობის პროგრამა ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია‘’ ჩარიცხვის მსურველის სააპლიკაციო განაცხადის ფორმა.

  სააპლიკაციო განაცხადი მომიჯნავე სპეციალობში გადამზადება ორთოპედიული სტომატოლოგია
  სააპლიკაციო განაცხადი ორთოდონტია
  სააპლიკაციო განაცხადი ორთოპედიული სტომატოლოგია
  სააპლოკაციო განაცხადი სუბსპეციალობა პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია
  ბრძანება N 01-02-140, 20.07.2026 წ
  ბრძანება N 01-02-141, 20.07.2026 წ
  ბრძანება N 01-02-142, 20.07.2026 წ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა