კურსდამთავრებულთა გამოშვება - 2026

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს  ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის  ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნერიმან ცინცაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა.

უნივერსიტეტი მიმდინარე წელს 1200-მდე სტუდენტმა დაასრულა, მათგან 100-მდე კურსდამთავრებული სწავლის წარჩინებით დასრულებისთვის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.

ღონისძიების ფარგლებში, ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია ქუდების ასროლით, ტორტის საზეიმო გაჭრითა და ფოიერვერკით დასრულდა.

საზეიმო პროგრამაში მონაწილეობდნენ:  ბსუ-ს ბენდი ,,OFF SIDE“, ინდივიდუალური შემსრულებლები და ბსუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა