
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“
13–14 ოქტომბერი, 2026 წელი
ბათუმი, საქართველო
ორგანიზატორი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დამფინანსებელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და შესაბამისი სფეროებით დაინტერესებულ მეცნიერებს გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“
მონაწილეობის მისაღებად.
2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი სრულდება. ეს თარიღი როგორც საქართველოს, ისე სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ისტორიული მოვლენაა.
ამასთანავე, საქართველოს გაქრისტიანების ისტორია გაცილებით ადრეულ პერიოდს უკავშირდება. ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად, საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყო, რომელმაც აჭარაში იქადაგა ქრისტიანობა, აკურთხა პირველი მღვდელი და ააგო პირველი ეკლესია.
ქრისტიანობის გავრცელებამ და შემდგომში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სულიერი განვითარების პროცესზე. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სარწმუნოება მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ქართული ენისა და მწიგნობრობის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ქრისტიანული მემკვიდრეობა კი საქართველოსა და ქრისტიანული სამყაროს ურთიერთობების, კულტურული გაცვლისა და საერთაშორისო კავშირების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიდა.
„ქრისტიანული საქართველოს 1700 წლის“ საიუბილეო თარიღი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქართული ქრისტიანობის ისტორიის სხვადასხვა ასპექტის თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიებით შესასწავლად, არსებული ისტორიოგრაფიული ცოდნის გასამდიდრებლად, ახალი წერილობითი და საარქივო წყაროების წარმოსაჩენად და ქართველ და უცხოელ მკვლევართა შორის აკადემიური დიალოგის გასაძლიერებლად.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავს შექმნას მრავალდისციპლინური სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ისტორიის, თეოლოგიის, კულტურის, მეცნიერების, განათლების, დიპლომატიისა და სხვა მომიჯნავე სფეროების მკვლევრებს.
კონფერენციის მიზანია:
- საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგების, გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინაპირობების, პროცესისა და შედეგების შესწავლა;
- ქრისტიანობის როლის წარმოჩენა ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, დაცვისა და განვითარების პროცესში;
- ქრისტიანული სარწმუნოებისა და ქართული ეროვნული იდენტობის ურთიერთკავშირის კვლევა;
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის შესწავლა ქართული კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარების საქმეში;
- ქართველ წმინდანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მეცნიერული კვლევა და მათი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია;
- საქართველოს ეკლესიის როლის შესწავლა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის გაძლიერებისა და დაცვის პროცესში;
- ქართული ეკლესიისა და ქართული დიპლომატიის ურთიერთკავშირის კვლევა;
- ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების, საარქივო მასალების, პრესისა და მემუარული ცნობების საფუძველზე ახალი კვლევების წარმოჩენა;
- განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგების ურთიერთგაზიარება და პოპულარიზაცია;
- ქართულ და ევროპულ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
- საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის, ისტორიული და ცივილიზაციური მნიშვნელობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა;
- საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და აკადემიური დიალოგის გაძლიერება.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ ძირითად თემატურ მიმართულებებს:
I. ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
II. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული სახელმწიფოებრიობა
III. საქართველოს მართლამადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია
IV. საქართველოს ეკლესია და ქართული დიპლომატია
V. ქართული ღვთისმეტყველება
VI ქართველი წმინდანები
VII. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული კულტურა, მეცნიერება და განათლება.
VIII. ქრისტიანობა ქართულ ლიტერატურაში
IX. ქრისტიანობა აჭარაში
X. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება — XX საუკუნის ბოლო – XXI საუკუნის I მეოთხედი.
კონფერენცია მოიცავს:
- კონფერენციის ოფიციალურ გახსნას;
- პლენარულ სხდომას;
- თემატურ სექციებს;
- სამეცნიერო მოხსენებების პრეზენტაციებს;
- სამეცნიერო დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებს;
- კონფერენციის შედეგების შეჯამებასა და დახურვას;
- კულტურულ-შემეცნებით პროგრამას.
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ფიზიკური დასწრებით, ისე ონლაინ ფორმატით.
კონფერენციის მონაწილეებისთვის გაიმართება კულტურულ-შემეცნებითი ტური მაღალმთიან აჭარაში. ტურის მიზანია საქართველოსა და უცხოეთის წარმომადგენლებისთვის აჭარის ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის გაცნობა და იმ ისტორიულ-კულტურული გარემოს წარმოჩენა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და განვითარების ისტორიისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობის მსრულველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (დანართი 1 )უნდა გადმოგზავნონ iscgeorgia1700@gmail.com არა უგვიანეს 31 აგვისტოს.
მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში მომხსენებელმა უნდა წარმოადგინოს სრული სამეცნიერო ნაშრომი არა უგვიანეს 15 სექტემბრისა.
ნაშრომი:
- უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ სამეცნიერო კვლევას;
- უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის ერთ-ერთ თემატურ მიმართულებას;
- არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს;
- უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური ნაშრომისთვის დადგენილ სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს.
- სამეცნიერო ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
წარმოდგენილი ნაშრომები გაივლის შესაბამის სამეცნიერო და სარედაქციო განხილვის პროცედურას.
ნაშრომის ტექნიკური გაფორმების დეტალური მოთხოვნები იხილეთ - დანართი 2
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- უნივერსიტეტების პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს;
- მკვლევრებსა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს;
- დოქტორანტებს;
- ისტორიკოსებსა და თეოლოგებს;
- კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა შესაბამისი სფეროების მკვლევრებს;
- საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს;
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის რეგისტრაცია - 31 აგვისტომდე
კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება - 6 სექტემბრამდე
სრული სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა - 15 სექტემბრამდე
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 13-14 ოქტომბერი, 2026 წელი
კონფერენციის საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
პროფესორი ჯემალ კარალიძე
+995 577 17 97 70
| უკან |
