ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებით გამოცხადდა მიღება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამატებით აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე - (დანართი 1);

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების და სპეციალობაში მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე, ველში ,,საგანმანათლებლო პროგრამები“).

დამატებით მიღება გამოცხადდა ბსუ-ს შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • აგრარული ტექნოლოგიები
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ბიოლოგია
  • ეკონომიკა
  • თურქოლოგია
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ლინგვისტიკა
  • პროფესიული და უწყვეტი განათლება
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • ფიზიკა
  • ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება
  • ფილოსოფია
  • ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის შედარებითი კვლევები
  • ქიმია
  • შავიზღვისპირეთისა და კავკასიის ანტიკური არქეოლოგია

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს  2026 წლის 23 და 24 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს I კორპუსი, I სართული, ოთახი №20, ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35).  

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (შევსებული №2 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2026 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე),  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);

ვ) უცხო ენის (ბსუ-ს შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობად განსაზღვრული) ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი  (ასეთის  არსებობის შემთხვევაში; შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ამ სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში უცხო ენის ცოდნის დადასტურება განხორციელდება ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის №06-01/24 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ში უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნის დონის დადასტურების წესის“ შესაბამისად);

ზ) სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი  განრიგით:

მისაღები გამოცდა უცხო ენაში  (კონკურსანტს მოეთხოვება ბსუ-ს შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობად განსაზღვრული უცხო ენის არანაკლებ B2  დონეზე ცოდნა)  - 2026  წლის 25 სექტემბერი (დაწყების დრო:  10:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს №4 კორპუსი,  მე-3 სართული,  მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12);

უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2026 წლის 25 სექტემბერი (არაუგვიანეს 13:00 საათი);

საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2026 წლის 25 სექტემბერი 14:00 სთ-დან  - 17:00 სთ-მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, I სართული, ოთახი №1,  ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35);    

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება2026 წლის 28 სექტემბერი (ეცნობება მაგისტრანტობის კანდიდატს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მისაღები გამოცდა სპეციალობაში  (წერითი) - 2026 წლის 28 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  10:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს №4 კორპუსი, მე-3 სართული, მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12);

გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2026  წლის 28  სექტემბერი;

საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2026  წლის 29 სექტემბერი, 10:00 სთ-დან  - 14:00 სთ-მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი №1,  ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35).  

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება -  2026 წლის 29 სექტემბერი (შენიშვნა: პროგრამის განმახორციელებელი ფაკულტეტი ქმნის საპრეტენზიო განცხადებების განმხილველ კომისიას, რომელშიც არ მონაწილეობს პირები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანდიდატების შეფასებაში); პრეტენზიების განხილვის შედეგები ეცნობება მაგისტრანტობის კანდიდატს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ 2026-2027 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ ბსუ-ს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე, ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი (ჩაიჭრა უცხო ენის ან სპეციალობის გამოცდებზე) და კვლავ წარმოადგენენ განაცხადებს მაგისტრატურაში დამატებითი მიღების გამოცხადების შემდეგ, არ საჭიროებენ წინამდებარე ბრძანების მე-3 პუნქტის (სარეგისტრაციო დოკუმენტების ჩამონათვალი) „,ბ-ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენას, ამასთან, უფლებამოსილნი არიან წერილობითი განაცხადებით მოითხოვონ მიმდინარე წელს ბსუ-ში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის (ბსუ-ს შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობად განსაზღვრული)“ გამოცდაში მიღებული შედეგის გამოყენება.

მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცდაზე იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს გამომცდელს (დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება).

გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2026 წლის 29 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურთან (კანცელარია) არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

9. სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდეს 2026 წლის 30 სექტემბერს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35 (კორპუსის და ოთახის ნომრის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე გამოცდის საბოლოო შედეგებთან ერთად; შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც ბსუ-ში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის საფუძველზე შეიძლება ჩაირიცხოს მაგისტრატურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე ბსუ-ში წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს).

ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება გამოიცეს 2026 წლის 30 სექტემბერს.

 

  ბსუ-ს რქტორის ბრძანება 01-02/184
  დანართი 1 - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები ადგილები
  დანართი 2 - განცხადების ფორმა
  ბსუ-ში უცხო ენის ცოდნის დონის დადასტურების წესი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა