
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. ბრიტანეთის ელჩმა ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძესთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა ბათუმისა და გაერთიანებული სამეფოს ისტორიულ კავშირებზე, სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმინდა ენდრიუსის უნივერსიტეტს შორის მიმდინარე თანამშრომლობის პროექტზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ფარტენაძე.
| უკან |




