ბსუ-ში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა იწყება

სურათი

ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული  აბიტურიენტთა (შემდეგში - პირველსემესტრელების) ბსუ-ში რეგისტრაცია (პირადი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) განხორციელდება ბსუ-ში 2026 წლის 24 სექტემბერს - 13:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, 25 სექტემბერს - 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (რეგისტრაციის ადგილი: ბსუ-ს I კორპუსი - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.№35, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი).

ბსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ (რეგისტრაციის ადგილი: ბსუ-ს I კორპუსი - ნინოშვილის ქ.№35, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი):  

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3x4);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);

ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში);

ვ) არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა (თუკი მშობელი წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს, ხოლო სხვა კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა);

  რექტორის ბრძანება №01-02/186

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა