ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის პროცესის წარმართვის მიზნით მოსაწვევ მასწავლებელთა პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა

სურათი

ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის პროცესის წარმართვის მიზნით მოსაწვევ მასწავლებელთა პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით გამოცხადდა ღია კონკურსი მასწავლებელთა პერსონალის შესარჩევად, წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად (ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის ვაკანტური სასწავლო კურსები, ლექცია/ჯგუფში მუშაობა, ჩატარების ადგილი, ჩასატარებელი საათების ოდენობა და ჩატარების სემესტრი).

კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კონკურსანტებმა, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით, მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - №2 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

გ) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3/4);

    დ) СV (შევსებული უახლესი ინფორმაციით და ხელმოწერილი ყოველ გვერდზე);

ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის) სათანადო წესით დამოწმებული ასლი (შენიშვნა: განცხადებაში ხაზი გაუსვით შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც თან ერთვის განცხადებას);

ვ) სხვა დოკუმენტი.

კონკურსის ვადები:

ა) საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2026 წლის 24-25  სექტემბერი, 10:00 -დან 17:00  საათამდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია);

ბ) კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება / საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად) - 2026 წლის 28 სექტემბერი  (კონკურსანტთა სია და გასაუბრების (საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის სახის შესაბამისად) ჩატარების დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობოს საკონკურსო კომისიების მიერ, ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის (კონკურსების ველის) მეშვეობით, გასაუბრების/საცდელი ლექციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე (დასაშვებია კონკურსანტის CV-ში მითითებულ სატელეფონო ნომერზე შეტყობინება ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ინფორმირება);  

გ) საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგების საჯარო გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2026  წლის 28 სექტემბერი;

დ) კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღება  ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით - 2026 წლის 29 სექტემბერი,  10:00 საათიდან 15:00 საათამდე;

ე)  კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2026 წლის 29 სექტემბერი.

კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2026-2027 სასწავლო წლის პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამის ფაკულტეტზე პერსონალის მოწვევისა და მათი სამუშაო (აკადემიური) დატვირთვის განსაზღვრის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების გამოცემის შემდეგ (შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მოწვეული პირის სამუშაო დატვირთვის შესაბამისი სემესტრის/სემესტრების ხანგრძლივობის შესაბამისად (შენიშვნა: დასაშვებია: ა) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტი არ იქნეს მოწვეული შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თუკი არ შედგა სტუდენტთა ჯგუფი ან სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა მიზეზის გამო; ბ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტისათვის შეთავაზებული იქნეს შესაბამისი მიმართულებით სხვა სასწავლო კურსები/სხვა ოდენობის აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის შესრულება, გარდა კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე ბრძანებაში/აქტში მითითებული სასწავლო კურსებისა).

 

  რექტორის ბრძანება №01-02/185
  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა