- ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 ოქტომბრის №01-02/203 ბრძანებით გამოცხადდა აკადემიური საბჭოს არჩევნები 2026 წლის 16 ნოემბრიდან (ორშაბათი) 4 წლის ვადით უფლებამოსილების განხორცილების მიზნით.
- ბსუ-ს აკადემიურ საბჭოში არჩეულ უნდა იქნეს სულ 10 წევრი, ერთი წარმომადგენელი ბსუ-ს თითოეული ფაკულტეტიდან (1. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; 2. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი; 3. ტურიზმის ფაკულტეტი; 4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; 5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი; 6. ტექნოლოგიური ფაკულტეტი; 7. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და ბსუ-ს თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან (1. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი; 2. აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი; 3. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი).
3. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდეს შემდეგი განრიგით:
3.1. ბსუ-ს ფაკულტეტებზე:
ა) ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 2026 წლის 28 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);
ბ) ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე და ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 2026 წლის 29 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);
გ) ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტზე - 2026 წლის 30 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);
3.2. ბსუ-ს ინსტიტუტებში:
ა) ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში - 2026 წლის 30 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 12:30 საათზე);
ბ) ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში - 2026 წლის 2 ნოემბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 12:30 საათზე);
გ) ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში - 2026 წლის 2 ნოემბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 14:00 საათზე და დამთავრდეს 15:30 საათზე).
4. ბსუ-ს აკადემიურ საბჭოს წევრად შესაძლებელია არჩეული იქნეს: ბსუ-ს ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან - ამ ერთეულის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი.
5. ბსუ-ს აკადემიურ საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი ქ. ბათუმი, რუსთაველის/ ნინოშვილის ქუჩა №32/35, პირველი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი №14) 2026 წლის 16 ოქტომბრიდან – 2026 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
6. კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ:
ა) განცხადება;
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ფაკულტეტიდან ასარჩევმა აკადემიური პერსონალმა - ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან ასარჩევმა სამეცნიერო პერსონალმა - ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობის დაკავების შესახებ).
| უკან |
