
ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შიმკენტის უნივერსიტეტის (ყაზახეთი) დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, საერთაშორისო პროგრამების განვითარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზახეთის შიმკენტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შიმკენტის უნივერსიტეტის დელეგაციას რექტორი ნურლიბეკ სეიტკულოვი და უნივერსიტეტის პრეზიდენტი გალიმჟან პრალიევი ხელმძღვანელობდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ რექტორის მოადგილე აკადემიურ საკითხებსა და სტრატეგიულ განვითარებაში აკბოპე კერიმბეკოვა, საგარეო ურთიერთობების კოორდინატორი სევილ პირიევა, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი დანა სულთანბეკი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფარხატ საიპოვი.
ბსუ-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, პროფესორი მაია კიკვაძე და ასოცირებული პროფესორი შოთა როდინაძე.
| უკან |












