XLVI რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  XLVI რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ კონფერენციას  მასპინძლობს. ორდღიანი სამეცნიერო სესია თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება და ეძღვნება ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადებიდან 115-ე წლისთავს.

დიალექტოლოგიური კვლევები, უმეტესად სამხრული კილოების შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიებზე ქართველი  ენათმეცნიერები იმსჯელებენ ქართველურ ენათა დიალექტების კვლევის შედეგებსა და პერსპექტივებზე.

დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიები 1960 წლიდან (1980 წლიდან ყოველწლიურად) იმართება ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 46 შეხვედრიდან ცხრას ბათუმმა უმასპინძლა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა