
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით მერაბ დიასამიძე აირჩიეს.
27 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ აკადემიური საბჭოს წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (16-დან 16 ხმით), მეორე ვადით ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მერაბ დიასამიძე დაამტკიცა.
ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობისათვის ერთი კანდიდატი - მერაბ დიასამიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების მეორე ვადით არჩევის მიზნით დარეგისტრირდა.
23 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (10-დან 10 ხმით), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, მერაბ დიასამიძის კანდიდატურა შეარჩია და წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა დასამტკიცებლად.
ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატმა ბსუ-ს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს სამოქმედო გეგმა გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მერაბ დიასამიძე ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირველად 2022 წლის 7 ნოემბერს აირჩიეს. მას უფლებამოსილების პირველი 4-წლიანი ვადა 2026 წლის 6 ნოემბერს ეწურება.
| უკან |




















