
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა სოციალური პროგრამის კონკურსს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.
დაფინანსების ოდენობა: შესაძლებელია მოიპოვოთ 100%, 70% ან 35%-იანი შეღავათი.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ბსუ-ს საბაკალავრო, მედიცინის ერთსაფეხურიანი და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს (სწავლების მე-2 სემესტრიდან), რომელთა წინა სემესტრის საშუალო შეწონილი ქულა ტოლი ან მეტია 71-ზე.
მნიშვნელოვანი ვადები:
- განცხადებებისა და საბუთების მიღება: 26 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით;
- კომისიის მიერ განხილვა: 10–16 ნოემბერი;
- შედეგების გამოქვეყნება: 18 ნოემბერი;
- ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 2026 წლის 20 ნოემბერი.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
დეტალური ინფორმაცია კატეგორიებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე: portal.bsu.edu.ge (განაცხადი წარადგინეთ ველის – ,,წერილი კანცელარიას“ მეშვეობით).
| უკან |
