
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ტრენინგ-პროგრამაზე:„ადგილობრივი ანესთეზიით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობებისა და სხვა გართულებების მართვა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ I ტიპის 12 უპგ ქულა და გადაეცემათ სერტიფიკატები.
პროგრამა განკუთვნილია შემდეგ სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმებისთვის:
ქირურგიული სტომატოლოგია;
თერაპიული სტომატოლოგია;
ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია;
ორთოპედიული სტომატოლოგია;
ყბა-სახის ქირურგია.
ტრენინგის თარიღი: 7-8 ნოემბერი, 2026 წელი
ჩატარების ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის №35/32
ხანგრძლივობა: 2 დღე (დღეში 6 საათი)
მონაწილეობის საფასური: 250 ლარი
მონაწილეთა რაოდენობა: 12–20
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 ნოემბერი, 2026 წელი
სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfHNreJrxq-GqwA-u2nFY8K75sJfRJoFRzBkpIUqOwj-th1bQ/viewform?usp=header
| უკან |
