ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო 2026 წლის 05 ნოემბერს აცხადებს  ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს.
  2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2026 წლის 15 დეკემბერს (კენჭისყრის დღე) 12:00 საათიდან 16:00 საათამდე,  307-ე აუდიტორიაში.
  3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 07 დეკემბრიდან 11 დეკემბრის  ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №14).
  4.  ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია (კანდიდატად რეგისტრაცია) ამავე ფაკულტეტის პროფესორს ან  ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ   თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
  5. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ)  სამოქმედო გეგმა;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე  არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ბსუ-ს  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვისფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე დასაქმების შესახებ;

ვ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა