ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში AGRICOOP-ის საერთაშორისო კონსორციუმის სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის AGRICOOP-ის კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. პროექტი „ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობა ინვაზიურ სახეობებთან და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისთვის, მდგრადი და მედეგი სოფლის მეურნეობის უზრუნველსაყოფად“ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრა გახსნეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, AGRICOOP-ის ეროვნულმა კოორდინატორმა, ბსუ-ს პროფესორმა გუგული დუმბაძემ და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების: ტრაბზონის სასაქონლო ბირჟის, ონდოკუზ მაისის უნივერსიტეტისა და ვარნის ეკონომიკური განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეაფასებენ პროექტის მიმდინარე ეტაპს, მიღწეულ შუალედურ შედეგებს და დაგეგმავენ შემდგომ აქტივობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, რომლებიც კლიმატის ცვლილებითა და ინვაზიური სახეობებით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მავნებლებით გამოწვეული რისკების შემცირებას ემსახურება.

შეხვედრის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ კლიმატური პარამეტრებისა და მავნებლების გამოვლენის პილოტური სადგურების (CPDS) ინტეგრაციასა და MAPPEST-ის მობილური აპლიკაციის შემდგომ განვითარებაზე.

GRICOOP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდგრადი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამისთვის პროექტის ფარგლებში ინერგება ინოვაციური, ეკოლოგიურად უსაფრთხო მექანიკური და ბიოტექნიკური მეთოდები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხისა და პროდუქტიულობის ამაღლებას ემსახურება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა