ბსუ-ს პროფესორებმა ბათუმის ბულვარის რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ. კონფერენციას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი, ამავე ფაკულტეტის პროფესორები და ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერები.

ღონისძიების ფარგლებში სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგნენ ბსუ-ს პროფესორები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორმა გუგული დუმბაძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „გარემოსდაცვითი გამოწვევები ბათუმში: ბათუმის ბულვარის „ლურჯ-მწვანე“ ინფრასტრუქტურის როლი ქალაქის კლიმატური მდგრადობის გაძლიერებაში“. ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა კი წარადგინა თემა: „ბათუმის ბულვარი ოვერტურიზმის პირისპირ: რეკრეაციული ტევადობის შეფასება და ვიზიტორთა ნაკადების დივერსიფიკაცია“.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან. საკუთარი გამოცდილება და პროფესიული ხედვები წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის რეკრეაციული სივრცეების მართვის სფეროსა და ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლებმაც. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს გამწვანების თანამედროვე ტენდენციებზე, მწვანე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, მცენარეთა ბიომრავალფეროვნებაზე, ისტორიულ-კულტურული ბაღების ღირებულებასა და ურბანული რეკრეაციული სივრცეების განვითარების პერსპექტივებზე.

კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მწვანე სივრცეების მნიშვნელობა ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა