
გამოცხადდა მიღება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (ხანგრძლივობა - 3 თვე), მისაღები კვოტა - 6 ადგილი.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)სააპლიკაციო განცხადება (ჩამოტვირთეთ თანდართული ფორმა - პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების №1 დანართი);
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) დამოუკიდებელი საექიმო სპეციალობების “თერაპიული სტომატოლოგია“ ან „ორთოპედიული სტომატოლოგია“ სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი, ზომით 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსანტის სააპლიკაციო განცხადება და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 24 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით (გარდა შაბათ-კვირისა), 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე პერიოდში (აპლიკანტი უფლებამოსილია შესავსები სააპლიკაციო განაცხადის ფორმა ჩამოტვირთოს ბსუ-ს ვებგვერდიდან, შეავსოს და წარმოადგინოს (გამოაგზავნოს) ელექტრონულად, მისამართზე: info@bsu.edu.ge ან წარმოადგინოს მატერიალური სახით, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ბსუ-ს №1 კორპუსი, 1-ელი სართული, ოთახი №1).
გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულების და ბსუ-ს საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების შედეგების ან/და დამატებით, საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (სპეციალობაში ჩატარებული ტესტირების) შედეგების გათვალისწინებით - 2026 წლის 30 ნოემბერს (ზუსტი დრო და ადგილი ეცნობება კონკურსანტებს ერთი დღით ადრე).
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე 2026 წლის 30 ნოემბერს;
გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 01 დეკემბერს (გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოცხადდეს ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილზე და თან წარმოადგინოს მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია, მატერიალური სახით).
პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს - 1500 ლარს (ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 500 ლარი), მათ შორის პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე გადახდილი უნდა იქნეს 2 თვის სწავლის საფასური, ხოლო მომდევნო თვიდან, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად.
სწავლის საფასური გადახდილი უნდა იქნეს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 (დანიშნულებაში მიეთითოს სუბსპეციალობის პროგრამა ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“).
პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება გამოიცემა გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ - არაუგვიანეს 2026 წლის 01 დეკემბრისა.
პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 02 დეკემბერს.
იხილეთ თანდართული დოკუმენტები:
- ბსუ-ს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება;
- სააპლიკაციო განაცხადის ფორმა - სუბსპეციალობის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ ჩარიცხვის მსურველისათვის - დანართი №1
| უკან |
