გამოცხადდა მიღება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამაზე „ორთოპედიული სტომატოლოგია“

  1. ბსუ-ს რექტორის ბრძანებით გამოცხადდა მიღება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების  პროგრამაზე ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“  (ხანგრძლივობა - 6 თვე,  მისაღები კვოტა - 3  ადგილი).
  2. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სააპლიკაციო განცხადება (ჩამოტვირთეთ თანდართული ფორმა - პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების №2 დანართი);

ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);

გ) დამოუკიდებელი საექიმო სპეციალობის „თერაპიული სტომატოლოგია“  სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წერილი მომიჯნავე სპეციალობაში „ორთოპედიული სტომატოლოგია“ გადამზადების უფლების მოპოვების შესახებ;

 ე) ავტობიოგრაფია (CV);

 ვ) ფოტოსურათი, ზომით 3x4 – 2 ცალი;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

  1. კონკურსანტის სააპლიკაციო განცხადება და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 24 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე პერიოდში (აპლიკანტი უფლებამოსილია შესავსები სააპლიკაციო განაცხადის ფორმა ჩამოტვირთოს ბსუ-ს ვებგვერდიდან, შეავსოს და წარმოადგინოს (გამოაგზავნოს) ელექტრონულად,  მისამართზე: info@bsu.edu.ge ან წარმოადგინოს მატერიალური სახით, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ბსუ-ს №1 კორპუსი, 1-ელი სართული, ოთახი №1).
  2. გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულების და ბსუ-ს საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების შედეგების ან/და დამატებით, საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (სპეციალობაში ჩატარებული ტესტირების) შედეგების გათვალისწინებით  - 2026 წლის 30 ნოემბერს (ზუსტი დრო და ადგილი ეცნობება კონკურსანტებს ერთი დღით ადრე).
  3. კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსანტთა ინფორმირება) – არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა;
  4. გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმება - არაუგვიანეს 2026 წლის 01 დეკემბრისა (გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოცხადდეს ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილზე და თან წარმოადგინოს მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია მატერიალური სახით).
  5. მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების  პროგრამაზე ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ (ხანგრძლივობა 6 თვე) სწავლის საფასური შეადგენს:  – 4200 ლარს (ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 700 ლარი), მათ შორის პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე გადახდილი უნდა იქნეს 2 თვის სწავლის საფასური, ხოლო მომდევნო თვიდან, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად).
  6. სწავლის საფასური გადახდილი უნდა იქნეს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი  - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289   (დანიშნულებაში მიეთითოს  ,,მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“).
  7. პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება გამოიცემა გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ (არაუგვიანეს 2026 წლის 01 დეკემბერი).
  8. პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 02 დეკემბერს.

იხილეთ თანდართული დანართები:

  1. ბსუ-ს მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამებზე ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება;
  2. სააპლიკაციო განაცხადის ფორმა: მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამაზე ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“  ჩარიცხვის მსურველისათვის - დანართი №1.
  სააპლიკაციო განცხადება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა