- ბსუ-ს რექტორის ბრძანებით გამოცხადდა მიღება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (ხანგრძლივობა - 3 თვე), მისაღები კვოტა - 6 ადგილი.
- კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სააპლიკაციო განცხადება (ჩამოტვირთეთ თანდართული ფორმა - პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების №1 დანართი);
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) დამოუკიდებელი საექიმო სპეციალობების “თერაპიული სტომატოლოგია“ ან „ორთოპედიული სტომატოლოგია“ სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი, ზომით 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- კონკურსანტის სააპლიკაციო განცხადება და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 24 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით (გარდა შაბათ-კვირისა), 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე პერიოდში (აპლიკანტი უფლებამოსილია შესავსები სააპლიკაციო განაცხადის ფორმა ჩამოტვირთოს ბსუ-ს ვებგვერდიდან, შეავსოს და წარმოადგინოს (გამოაგზავნოს) ელექტრონულად, მისამართზე: info@bsu.edu.ge ან წარმოადგინოს მატერიალური სახით, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ბსუ-ს №1 კორპუსი, 1-ელი სართული, ოთახი №1).
- გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულების და ბსუ-ს საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების შედეგების ან/და დამატებით, საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (სპეციალობაში ჩატარებული ტესტირების) შედეგების გათვალისწინებით - 2026 წლის 30 ნოემბერს (ზუსტი დრო და ადგილი ეცნობება კონკურსანტებს ერთი დღით ადრე).
- კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსანტთა ინფორმირება) – არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა;
- გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმება - არაუგვიანეს 2026 წლის 01 დეკემბრისა (გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოცხადდეს ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილზე და თან წარმოადგინოს მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია, მატერიალური სახით).
- პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს - 1500 ლარს (ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 500 ლარი), მათ შორის პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე გადახდილი უნდა იქნეს 2 თვის სწავლის საფასური, ხოლო მომდევნო თვიდან, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად.
- სწავლის საფასური გადახდილი უნდა იქნეს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 (დანიშნულებაში მიეთითოს სუბსპეციალობის პროგრამა ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“).
- პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება გამოიცემა გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ - არაუგვიანეს 2026 წლის 01 დეკემბრისა.
- პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 02 დეკემბერს.
იხილეთ თანდართული დოკუმენტები:
- ბსუ-ს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება;
- სააპლიკაციო განაცხადის ფორმა - სუბსპეციალობის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ ჩარიცხვის მსურველისათვის - დანართი №1
| უკან |
