,,ილიას ბიბლიოთეკის“ წიგნების წარდგინება

სურათიუნივერსიტეტში ,,ილიას ბიბლიოთეკის“ 10 წიგნის წარდგინება გაიმართა. წიგნების სერია კონკურსის ,,დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში“ ფარგლებში შეიქმნა. მასში XIX-XX საუკუნეების ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილებია შესული. სტუდენტებს წიგნები ცნობილმა მწერლებმა: დათო ტურაშვილმა, რატი ამაღლობელმა და ლაშა ბუღაძემ წარუდგინეს. ,,კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საპატიო წევრებმა წიგნის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს და სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.

თითოეულ წიგნს შესავლის სახით დართული აქვს თანამედროვე მწერლების, ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების სტატიები, რომლებიც მკითხველს დაეხმარება წიგნის სიღრმისეულ გააზრებაში.

•,,ილია ჭავჭავაძე“ - შესავლის ავტორი გიგი თევზაძე;
•,,ნოე რამიშვილი“ - შესავლის ავტორი ლაშა ბუღაძე;
•,,ივანე ჯავახიშვილი“ - შესავლის ავტორი გიგა ზედანია;
•,,დიმიტრი ყიფიანი“ - შესავლის ავტორი რატი ამაღლობელი;
•,,იაკობ გოგებაშვილი“ - შესავლის ავტორი სიმონ ჯანაშია;
•,,სტატიბი ემიგრაციაში გამოცემული გაზეთებიდან“ - შესავლის ავტორი დათო ტურაშვილი;
•,,ვაჟა ფშაველა“ - შესავლის ავტორი აკა მორჩილაძე;
•,,საქართველო პატრიარქები“ - შესავლის ავტორი ლევან გიგინეიშვილი;
•,,არჩილ ჯორჯაძე“ - შესავლის ავტორი ლევან ღამბაშიძე;
•,,ნიკო ნიკოლაძე“ - შესავლის ავტორი ზაზა შათირიშვილი;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა