შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენებანი“. ექვსდღიანი კონფერენცია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტების (GNSF/STO8/3-383 და GNSF/STO8/3-396) ფარგლებში ჩატარდა და მასში 9 ქვეყნის 45 მათემატიკოსი მონაწილეობდა. ფორუმი მიზნად ისახავდა დარგის სამეცნიერო მიღწევების გაცნობას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოებასა და სამეცნიერო კონტაქტების გაღრმავებას.
უკან |