უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრის საგრანტო სამეცნიერო კონკურსის წარდგინება

სურათი

უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრის - STCU-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მიშელ ზაედმა და პროექტის ,,კომერციალიზაციისა და ინდუსტრიის კავშირების“ ხელმძღვანელმა კრისტიან დოლიმ რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს ცენტრის საგრანტო სამეცნიერო კონკურსის მიმართულებები და გრანტის მოპოვების წესები გააცნეს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებასა და განვითარებას.

პროგრამის სამეცნიერო პრიორიტეტებია:
• ბიოტექნოლოგიები და მეცნიერებები სიცოცხლის შესახებ;
• ენერგოეფექტურობა;
• საინფორმაციო ტექნოლოგიები;

საქართველო უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წევრი 1998 წელს გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ დღემდე 829 ქართველი მეცნიერის 100-მდე პროექტი დააფინანსა, რომელთა საერთო ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

2006 წელს საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (GNSF) და STCU-მ ხელი მოაწერეს “განაცხადს თანამშრომლობის შესახებ”, რომელმაც დასაბამი მისცა ამ ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში.

2006-2008 წლებში STCU-მ და GNSF-მა ერთობლივად ჩაატარეს 3 კონკურსი. გამარჯვებულ ქართველ მეცნიერთა 26 პროექტისათვის STCU-მ 1.5 მილიონამდე აშშ დოლარი გამოყო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა