რსუ-ს სტუდენტებმა 21 და 28 აპრილს ტელეკომპანია „მზის“ ინტელექტუალურ გადაცემა ,,ეტალონში“ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც უნივერსიტეტის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. პირველობა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს მარი ოქროპირიძესა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს თეონა გუნთაიშვილს ერგო. მედია პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა–კურთხევით ხორციელდება.
უკან |