2009 წლის 2-6 იანვარს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბიზნესის სკოლამ და ტურისტულმა სააგენტო "UNItour"-მა შუახევის რაიონის სოფელ გომარდულში ახალი ტურისტული ბაზის მარკეტინგული კვლევა ჩაატარა.
ეკო, აგრო და ეთნო ტურიზმის განვითარების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას ერთგვარი კონსულტაციებიც გაეწიათ. აღნიშნული კვლევის ფარგლებში დაიგეგმა სარეკლამო ფლაერებისა და საინფორმაციო ბროშურების მომზადება.
უკან |