
პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა დონოვან რიპკემამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის საელჩოს მოწვევით საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ეკონომიკური რესურსი“. დოქტორი დონოვან რიპკემა არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმძღვანელოს - „მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა“ - ავტორი, აღიარებული სპეციალისტი ისტორიული ნაგებობების დაცვის ეკონომიკის სფეროში და ორგანიზაციის - „მემკვიდრეობის საერთაშორისო სტრატეგიები“ - დამფუძნებელი. მეცნიერმა ლექციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა განიხილა იმ თვალსაზრისით, რომ ისტორიული ქალაქები ან უბნები არ უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ მუზეუმების სტატუსით. მისი აზრით, ისტორიული ნაგებობების დაცვა–შენარჩუნება ამავდროულად წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მძლავრ ფაქტორს.
| უკან |





