2015 წლის 10–12 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება I საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში.
კონფერენციაზე განხილული იქნება კლინიკური რეოლოგიის კვლევის ფართო დანერგვისა და განვითარების გზები საქართველოში. სამეცნიერო სესიის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი ლაბორატორიულ საქმესა და კლინიკურ ჰემორეოლოგიაში.
საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი მასალები გამოიცემა კრებულის სახით. სესიის მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი;
თეზისების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: Biomedicine.med@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 577 48-00-20; +995 322 37-10-19
კონფერენციის შესახებ ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულებზე.
კონფერენციის შესახებ ინფორმაციასააპლიკაციო ფორმა
უკან |